გარდაბნის თბოსადგურის გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილი კომპანიის, გარდაბნის თბოსადგურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - თამაზ დემინაშვილი წარუდგინა. შეხვედრაზე, რომელსაც ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანიც ესწრებოდა, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თბოსადგურის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირება ქვეყნის უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესია. მან ხელმძღვანელის პოსტზე ისეთი ადამიანის დანიშვნას, რომელიც წლების განმავლობაში, თბოსადგურში მუშაობდა, განსაკუთრებულად დადებითი ფაქტორი უწოდა და დასძინა, რომ მას გააჩნია დარგის განვითარების მკაფიო ხედვა და პრინციპები, რომლებიც სფეროში მუშაობის მრავალწლიან სტაჟს ეფუძნება. თამაზ დემინაშვილი, ამ დრომდე, გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.