გარდაბნის თბოსადგური დარგის ლიდერი

„ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის“ 2016 წლის საწარმოების საყოველთაო რეიტინგების განსაზღვრის შედეგად გარდაბნის თბოსადგური დარგის ლიდერ კომპანიად დასახელდა. კომპანიამ მოიპოვა რეიტინგი ოქრო საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით. “ბრუნვა“ აღნიშნული ჯილდო ენიჭებათ საწარმოებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეკონომიკის განვითარებაში , აქვთ ღირსეული ფინანსურ-ეკონონომიკური მაჩვენებელი. გარდაბნის თბოელექტროსადგური ოპტიმალური საექსპლუატაციო დანახარჯით ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, რომელმაც 2016 წელს 1,166,183,736 კვტ/სთ ენერგია გამოიმუშავა, რაც ქვეყანაში გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 10.1%-ს შეადგენს, ხოლო თბოელექტროსადგურების შორის 52%-ს.