საერთაშორისო ენერგეტიკული სამიტი

2018 წლის 22-23 თებერვალს ბუდაპეშტმა უმასპინძლა ყოველწლიურ საერთაშორისო ენერგეტიკულ სამიტს, სადაც „შპს გარდაბნის თბოსადგურის“ გენერალური დირექტორი ლაშა მგელაძე მიწვეულ იქნა ენერგეტიკული სამიტის ერთ-ერთ მომხსენებლად. თბოსადგურის დირექტორმა ისაუბრა თბოელექტროსადგურების დაარსების, მართვისა და გამოწვევების შესახებ, მან სამიტის მონაწილეებს გააცნო კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მართვის ქართული გამოცდილება, ყურადღება გამახვილდა ახალი ტექონოლოგიების დანერგვის პერსპექტივებზე, გარდაბნის თბოსადგურის როლზე საქართველოს ელექტროენერგეტიკაში, ასევე შეფასებულ იქნა გარემოზე ზემოქმედების ფაქტორები სადგურის ოპერირებასთან მიმართებით. თბოსადგურის გენერალური დირექტორის მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სადგურის ფილტრაციის სისტემას, ჩვენი ადგილმდებარეობის სპეციფიკური გარემოპირობებით გამოწვეულ ფილტრაციის პრობლემებსა და აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის გზებს. ამასთანავე, თბოსადგურის თანამშრომლებმა მოინახულეს კომბინირებული ციკლის თბოსადგურები ქალაქ ზაგრებში,(ხორვატია) სტამბოლსა და გებზეში,(თურქეთი) გაეცნენ ადგილობრივ გამოცდილებას სადგურების ტექნიკური ოპერირებისა და საკადრო პოლიტიკის შესახებ.