გარდაბნის თბოსადგურში შინაგანაწესი დაირღვა!

მიმდინარე წლის 27 აპრილს გარდაბნის თბოსადგურში შინაგანაწესი დაირღვა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა სადგურის ტერიტორიაზე თანამშრომელთა მიერ გარდაბნის თბოსადგურის შინაგანაწესის მე-19 გ პუნქტის ზოგადზეობრივი ნორმების დაღვევას, რაც გამოიხატა აკრძალულ ტერიტორიაზე საკვების მიღებით. დამრღვევ თანამშრომლებს გამოეცხადათ საყვედური პირად საქმეში შეტანით. მიმდინარე წლის პირველი მაისიდან კი დირექტორის ბრძანებით შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ საკუთრებაში არსებულ მთელ ტერიტორიაზე გარდა სასადილოებისა აიკრძალა საკვების მიღება. ასევე, გენერალური დირექტორის სპეციალური ნებართვის გარეშე სადგურის მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა ფოტო და ვიდეო გადაღება, მათ შორის მობილური ტელეფონებითაც.