შ.პ.ს. გარდაბნის თბოსადგურის პრეზენტაცია

29 მარტს სასტუმრო Holiday inn-ის საპრეზენტაციო დარბაზში შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ თანამშრომლებმა უმასპინძლეს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კომპანიათა წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდა 40 კომპანიის 90-მდე წარმომადგენელი, რომელთაც ჩაუტარდათ პრეზენტაცია გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, კომპანიათა წარმომადგენლები დაინტერესდნენ თბოსადგურის მიმდინარე ტენდერებითა და შესყიდვების სამომავლო პერსპექტივით. შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს და მიზნად ისახავდა გარდაბნის თბოელექტროსადგურის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში კომპანიათა აქტიურ ჩართულობას. სამომავლოდ, იგეგმება აღნიშნული ორგანიზაციების ადგილზე მოწვევა და სამუშაო-სამრეწველო პროცესის გაცნობა.