ბუნდესტაგის დელეგაცია თბოსადგურში

4 მარტს გარდაბნის თბოსადგურს გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაცია ესტუმრა. შეხვედრას ასევე ეწსრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ბატონი რევაზ არველაძე, ასევე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი ბატონი დავით შარიქაძე. თბოსადგურის დირექტორმა სტუმრებს სადგურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, ასევე გააცნო ინფორმაცია სადგურის დაარსებისა და ფუნქცნიონირების შესახებ. ხაზი გაესვა გარდაბნის თბოელექტორსადგურის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში.